ტეხასის შტატში წყალდიდობას ებრძვიან - დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში წყალდიდობას ებრძვიან. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდეა გაზრდილი. 25 ბავშვი დაკარგულად ითვლება.
საფრთხისშემცველი ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მედია წერს, რომ წყალდიდობამ ტეხასში დატბორა გზები, დაზიანდა ხიდები, წაქცეულია ხეები.
ზარალის ზუსტი მოცულობა ამ დრომდე უცნობია. ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარს საშინელი და შოკისმომგვრელი უწოდა.