ევროკავშირ-მოლდოვას სამიტი - რა გზავნილი ჩაიტანეს კიშინიოვში 27 ქვეყნის სახელით EU-ს ლიდერებმა
ევროკავშირ-მოლდოვას სამიტი - პირველად ისტორიაში, კიშინიოვმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფორუმს უმასპინძლა.
"მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია" - სწორედ ამ გზავნილით ჩავიდნენ კიშინოვში ევროკავშირის ლიდერები ანტონიო კოშტა და ურუსლა ფონ დერ ლაიენი.
მათ 27 ქვეყნის სახელით მასპინძელ ქვეყანას უთხრეს, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირში.
- სამეულიდან ორი ქვეყანა- უკრაინა და მოლდოვა წინ მიიწევს. ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ამ კონტექსტში ევროკავშირი არ განიხილავს საქართველოს და ჩვენი ქვეყანა გაწევრიანების პროცესის მიღმა დარჩა, რაც, როგორც ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
აქ იმისთვის ვართ რომ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად და მოგცეთ თავდაჯერებულობა თქვენს ევროპულ გზაზე - უთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოველ ლიდერებს.
ჩვენთვის დიდი პატივია აქ, კიშინიოვში დაბრუნება. მარტში გავიდა სამი წელი, რაც მოლდოვამ ევროკაშრიის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. მოლდოვამ მყარი პროგრესი განიცადა ევროკავშირის წევრობის გზაზე და ეს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ აღიარა გასულ კვირას ევროპულ საბჭოში შეხვედრის დროს. მოლდოვას ევროპული გზა რეალურ შედეგებს მოუტანს მოლდოველ ხალხს და ეს გამოიხატება ინფრასტრუქტურაში, სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებში, ბიზნესში, გაიზრდება ცხოვრების დონე და თქვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. თქვენ გექნებათ მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე წვდომა. ამას ნიშნავს ევროკაშირში ინტეგრაცია. აქ იმისთვის ვართ რომ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად და მოგცეთ ტავდაჯერებულობა თქვენს ევროპულ გზაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ თქვენი , არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც და საერთო კეთილდღეობისთვის."- თქვა ანტონიო კოშტამ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი კიშინიოვში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.
ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით მკაფიო მესიჯის ჩამოსატანად ჩამოვედი. მოლდოვას მომავალი
ევროკავშირშია. თქვენ აჩვენებ შესანიშნავი სიმამაცე და განზრახვა რვა თვის წინ როდესაც,მოლდოველმა ხალხმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ხმა მისცა, მოლდოვას ევროპულ მომავალს,.
ახლა მოლდოვას აქვს ისტროიული შესაძლებლობა განიცადოს პროგრესი და მოუთმენლად ველოდებითმოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას. როცა მოლდოვა ევროკავშირს შეუერთება
ჩვენ გავხდებით უფრო უსაფრთხო და მდგრადი..თქვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ. მეგობრებო ეს არის სასიხარულო მომენტი რპოომ მოლდოვაში
ტარდება პირველი ევროკავშირი-მოლდოვას სამიტი. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით რომ მხარიდაგიჭიროთ ტქვენ ევროპულ მომავალში, თქვენს სურვილებში და თქვენს დამოუკიდებლობის სურვილებში. მაია, თქვენ თქვით რომ მოლდოვასთვის ევროპა არის
ოცნება, რომელიც უნდა გახდეს რეალობა, ჩვენ ევროკავშირში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ოცნება ახდეს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოლდოველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებს.
მოლდოველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ აქ ყოფნისთვის და მკაფიო მესიჯებისთვის წევრის ახელმწიფოების მხრიდან, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ მზად ვართ, ჩვემნი მომავალი ევროკავსირში დღითი დღე ავაშენოთ . ევროკაშირში გაწევრიანება ყველაფერზე მაღლა დგას და ნიშნვს კეთილდღეობას და მშვიდობას მოლდოველი ხალხისთვის, ისე როგორც ევროკაშრის მოქალაქეები ცხოვრობენ. მშვიდობა ევროპული მოგზაურობის საყრდენია და ყველაზე ძვირფასი მდგომარეოვა ჩვენი განვითარებისთვის. ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ", - განაცხადა სანდუმ.