თურქეთში 3 ოპოზიციონერი მერი დააკავეს
5 ივლისს, თურქეთის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრი სამი მერი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პროკურატურამ და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულნი არიან ადანას, ადიამანის და ანტალიის მერები.
Deutsche Welle წერს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნა დაიწყო, რომლის ფარგლებში ასობით CHP-ს წევრი დააკავეს, მათ შორის 11 მერი.
აღნიშნული დაკავებებიდან ყველაზე გახმაურებული სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავება იყო, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ოპონენტად ითვლება.
იმამოღლუ მარტში დააპატიმრეს, რასაც თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.