სტიქია ტეხასში: წყალდიდობამ 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც

სტიქია ტეხასში - წყალდიდობამ 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა. მათ შორის დაღუპულია არანაკლებ 15 ბავშვი, — იუწყება CNN შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქრისტიანულ ბანაკში Camp Mystic, სადაც 27 გოგონა ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები, ნავები და დრონები.
Reuters-ის ცნობით, 43 გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა კერრის ოლქში, დანარჩენები — მეზობელ ოლქებში: ტრევისში, ბერნეტსა და კენდალში.
ტრაგედია მდნიარე გუადალუპეს ადიდებამ გამოიწვია. წყლის დონემ, ერთ საათზე ნაკლებ დროში, 8–9 მეტრით აიწია, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად 850 ადამიანი ევაკუირდა, ხოლო 200-ზე მეტი — გადარჩა ვერტმფრენებისა და საგანგებო სამსახურების დახმარებით.
შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ქვეყნის ხელისუფლებამ შემთხვევა ეროვნულ ტრაგედიად შეაფასა. უკვე მოქმედებს ფედერალური დახმარება.