ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 ბავშვია

07.07.25 10:12
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 ბავშვია

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას 82 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია.

კერის ოლქის მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი საზაფხულო ბანაკიდან  11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი ისევ დაკარგულად ითვლებიან.

ტეხასის გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად კერის ოლქი დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები