ტრამპმა საჯაროდ დასცინა მასკს, რომელმაც ახალი პარტიის შექმნა დააანონსა

07.07.25 10:39
ტრამპმა საჯაროდ დასცინა მასკს, რომელმაც ახალი პარტიის შექმნა დააანონსა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საჯაროდ დასცინა ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის განზრახვას - შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია.

როგორც CNN იუწყება, ტრამპმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ნიუ-ჯერსიში დაფრენამდე, თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზე გააკეთა. მისი თქმით, ამერიკაში არასდროს გაამართლებს მესამე პარტიის იდეა, ამიტომ SpaceX-ის დამფუძნებელს ამ იდეით "თამაშის გარდა არაფერი შეუძლია".

ვფიქრობ, მესამე პარტიის შექმნა სასაცილოა. ჩვენ დიდ წარმატებას ვაღწევთ რესპუბლიკურ პარტიასთან. დემოკრატებმა გზა დაკარგეს, თუმცა ამერიკაში ყოველთვის ორპარტიული სისტემა არსებობდა და ვფიქრობ, მესამე პარტიის დაარსება მხოლოდ მეტ არეულობას გამოიწვევს, - განაცხადა ტრამპმა. 


შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ილონ მასკმა თავის პლატფორმა X-ზე  „America Party“-ს შექმნის შესახებ დაწერა. მისი განცხადებით, ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის ორპარტიულ სისტემას ალტერნატივა შესთავაზოს.

მსგავსი სიახლეები