რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

07.07.25 17:54
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი რომან სტაროვოიტი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა, ოდინცოვოში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "იზვესტია" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რომან სტაროვოიტის ცხედარი ოდინცოვოს საქალაქო რაიონში, მის სახლში იპოვეს," - განუცხადა წყარომ "იზვესტიას". 

მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სტაროვოიტმა თავი მოიკლა.

ცნობისთვის, მან დეპარტამენტი 2024 წლის მაისში დაიკავა. მანამდე სტაროვოიტი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები