ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

07.07.25 23:32
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად კერის ოლქი დაზიანდა, სადაც 75 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 27 ბავშვი.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კაროლინ ლივიტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატს ამ კვირის ბოლოს ეწვევა. 

შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. 

მსგავსი სიახლეები