პენტაგონი: აშშ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნის
პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას დამატებითი იარაღს უგზავნის - პენტაგონის წარმომადგენლის, შონ პარნელის განცხადებაში, რომელიც 7 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მითითებით თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში აგზავნის დამატებით იარაღს აგზავნის.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შესაჩერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს განაცხადა, რომ გეგმავენ უკრაინას გაუგზავნონ დამატებითი, ძირითადად, თავდაცვისთვის საჭირო იარაღი, რადგან უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა და უამრავი ადამიანი იღუპება.