ტყეში ხანძრის გამო, მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა
საფრანგეთის სამხრეთით, ტყის ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
აეროპორტის განცხადებით, რეისები შეჩერდა დღეს შუადღიდან, ნაწილი კი ნიცაშია გადამისამართებული. როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას,ჯერჯერობით, უცნობია.
ხანძარი მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოსთან არის გავრცელებული. 160-ზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენები მუშაობენ ცეცხლის ჩასაქრობად.
ქალაქის ნაწილს კვამლი აქვს დაფარული, მისი სუნი კი უკვე ცენტრალურ უბნებშიც იგრძნობა. ლე პენ-მირაბოს მახლობლად კი ევაკუაცია განხორციელდა.