ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა, დაკარგულია 160-ზე მეტი ადამიანი
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება 160-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
დაღუპულთაგან 90-ზე მეტი კერვილის რაიონში იმყოფებოდა.
კერვილის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონათან ლემბმა განაცხადა, რომ გადარჩენილების პოვნის შანსები დროთა განმავლობაში მცირდება.
შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს, 4 ივლისს მოხდა.