ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა დასრულდა - დეტალები

10.07.25 16:14
ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა დასრულდა - დეტალები

აბუ-დაბიში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა დასრულდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, მხარებმა შეხვედრაზე აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ნორმალიზაციის დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს. 

სამინისტროს ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები და ნდობის აღდგენის ზომები ორ ქვეყანას შორის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2025 წლის 10 ივლისს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბიში შეხვდნენ და განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ნორმალიზაციის დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი. 

დადასტურდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტურ ფორმატს წარმოადგენს და ამის საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ ასეთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგი გაგრძელდება. 

ლიდერებმა, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებით, შესაბამის სახელმწიფო კომისიებს დაავალეს, გააგრძელონ პრაქტიკული მუშაობა ამ კუთხით. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები და ნდობის აღდგენის ზომები ორ ქვეყანას შორის. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს, თბილი სტუმართმოყვარეობისა და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის," - წერია პრესრელიზში. 

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები