ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა და რუსეთის შესახებ "მნიშვნელოვანი" განცხადება დააანონსა - NBC
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთით იმედგრაცრუებულია და ორშაბათს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო ორ კვირაში,– აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა.
ინტერვიუში ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების გამო. მისი თქმით, ელოდება, რომ სენატი მიიღებს უფრო მკაცრ სანქციურ კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ავტორიც სამხრეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემია.
„მე თვითონ გადავწყვეტ, მინდა თუ არა მისი გამოყენება“, – თქვა ტრამპმა კანონპროექტთან დაკავშირებით. „ისინი მიიღებენ ძალიან სერიოზულ და მკაცრ სანქციურ დოკუმენტს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არაფერი იცის აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც უკრაინისთვის დაგეგმილი იარაღის მიწოდება შეჩერდა.
„მე ამის შესახებ არაფერი მსმენია“, – თქვა მან და დაამატა, რომ ჰეგსეტი „შესანიშნავად ართმევს თავს თავის საქმეს“.