Axios: ტრამპი გეგმავს, NATO-ს წევრ ქვეყნებს იარაღი უკრაინის მხარდაჭერის პირობით მიჰყიდოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მიჰყიდოს ამერიკული შეიარაღება იმ პირობით, რომ ისინი ამ იარაღს შემდეგ უკრაინას გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ინიციატივა ტრამპის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს და უკავშირდება მის მზარდ იმედგაცრუებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიმართებით.
ტრამპის განმარტებით, შეიარაღების ღირებულებას მთლიანად ნატო დაფარავს:
ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო გადასცემს მას უკრაინას. ალიანსი მთლიანად ანაზღაურებს მის ღირებულებას. მაგალითად, ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, რომელიც შემდგომ თავად გაანაწილებს მათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.