კურსკში რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი მოკლეს

11.07.25 14:28
კურსკში რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი მოკლეს

კურსკის ოლქში პოლკოვნიკი - 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ხელმძღვანელი, სერგეი ილინი მოკლეს. ინფორმაციას რუსული წყაროები ადასტურებენ.

Z ტელეგრამ არხების ინფორმაციით ილინი უკრაინის შეიარაღებული ძალები იერიშის შედეგად დაიღუპა. იმავე დარტყმას შეეწირა სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი.

სხვადასხვა ინფორმაციით უკრაინული დაბომბვის შედეგად, რომელშიც ილინი და გუდკოვი მოკვდნენ, კიდევ 8 რუსი ოფიცერი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები