რუსმა ოკუპანტებმა ჩერნოვცის ოლქს შეუტიეს - არიან დაღუპულები და მძიმედ დაშავებულები

12.07.25 10:24
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნოვცის ოლქს შეუტიეს - არიან დაღუპულები და მძიმედ დაშავებულები

გამთენიისას რუსებმა უკრაინის ჩერნოვცის ოლქს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და რაკეტით შეუტიეს - უკრაინული მედიიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და მძიმედ დაშავებულები.

„გამთენიისას რუსებმა ჩვენს რეგიონს 4 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და 1 რაკეტით შეუტიეს. სამწუხაროდ, ჩერნოვციში მტრის სამიზნეებიდან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 26 წლის გოგონა და 43 წლის მამაკაცი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს...“, - აღნიშნა ჩერნოვცის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან ზაპარანიუკმ.

მისივე თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან. 

„ერთი ქალი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 10 ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მათ ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწიათ“, - ხაზი გაუსვა ზაპარანიუკმა.

იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები