რუსეთის საოკუპაციო არმია ხარკოვი დაბომბა - არიან დაშავებულები

12.07.25 10:29
რუსეთის საოკუპაციო არმია ხარკოვი დაბომბა - არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო არმია ხარკოვი დაბომბა - უკრაინულ ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს.

უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქებების გამო, ორი ადამიანია დაშავებული, დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები.

მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია არ გავრცელებულა. გვიან ღამით აფეთქებების ხმები ისმოდაა ლვოვშიცც, სადაც პუტინის არმიამ  საცხოვრებელი კორპუსი დაბომბაა. ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა დასავლეთის რეაქციას ელოდება.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს რომ  პარტნიორებისგან კარგი პოლიტიკური სიგნალები აქვს და არსებობს ცნობები, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯები უახლოეს მომავალში იქნება გადადგმული.

გვაქვს მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა ანგარიშის მიხედვით, მომარაგება აღდგენილია. ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე მუშაობას გავაგრძელებთ მომდევნო კვირაშიც, კერძოდ ჩვენი სამხედროები [გამართავენ საუბარს] გენერალ კელოგთან. ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვის პაკეტებსაც. ახლო მომავალში ველით ძლიერ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო სანქციების დაწესებაშიც. ზეწოლამ უნდა იმუშაოს.

მსგავსი სიახლეები