რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა დრონებმა ბელგოროდში სპორტული კომპლექსი დააზიანეს

13.07.25 10:57
რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა დრონებმა ბელგოროდში სპორტული კომპლექსი დააზიანეს

რუსეთის განცხადებით, უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა იერიში მიიტანეს ბელგოროდში მდებარე სპორტულ ობიექტზე, სადაც ინციდენტის დროს სავარჯიშო პროცესი მიმდინარეობდა. რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად შენობის ფასადი და სახურავი დაზიანდა, თუმცა მოქალაქეები არ დაშავებულან.

უკრაინის მხარე სამოქალაქო ობიექტებზე იერიშს არ ადასტურებს, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე ოფიციალური პასუხი ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები