ლიკვიდირებულია ორი რუსი აგენტი, რომლებიც უკრაინელი პოლკოვნიკის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლიკვიდირებულია ორი პირი - ქალი და კაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ უკრაინელი პოლკოვნიკის მკვლელობაში. გამოძიების ინფორმაციით, ისინი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დავალებით მოქმედებდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ორივე პირი რუსეთის საბრძოლო-სადაზვერვო ჯგუფის წევრი იყო და პროფესიონალი ქილერებისგან შედგებოდა. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალეს სამიზნეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს, რომელიც სამი დღის წინ მოკლეს მაყუჩიანი პისტოლეტით.
დამნაშავეები გაქცევას შეეცადნენ, თუმცა მათი ადგილსამყოფელი კიევის ოლქში დაადგინა უკრაინის პოლიციამ და სპეცოპერაციის შედეგად ორივე ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
უკრაინის სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მხრიდან ტერორისტული მეთოდების გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე და ხაზს უსვამენ, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.