კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ წერს.
მან ასევე შეხვედრის ასამხველი ვიდეო გაავრცელა და დაანონსა ის თემები, რომელთა განხილვაც შეხვედრაზე იგეგმება.
თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება - მრავალი თემაა განსახილველი“, - აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას “მშვიდობა ძალის საშუალებით“.