ტრამპი: თუ 50 დღეში, უკრაინაში, სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთზე 100%-იან ტარიფს დავაწესებთ

14.07.25 21:57
ტრამპი: თუ 50 დღეში, უკრაინაში, სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთზე 100%-იან ტარიფს დავაწესებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რუსეთით ძალიან უკმაყოფილოა და თუ 50 დღეში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, რუსეთს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენ ძალიან, ძალიან უკმაყოფილოები ვართ მათი [რუსეთის]. თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ. დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, რასაც თქვენ მეორად ტარიფებს უწოდებდით," - განაცხადა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები