ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, არ დაარტყას მოსკოვს-“არავის მხარეს ვარ, მინდა, შეჩერდეს ათასობით ადამიანის დაღუპვა"

15.07.25 23:57
ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, არ დაარტყას მოსკოვს-“არავის მხარეს ვარ, მინდა, შეჩერდეს ათასობით ადამიანის დაღუპვა"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უნდა გამოიყენოს კიევის იარაღი მოსკოვზე თავდასასხმელად.

კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა “არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას”.

კიდევ ერთ კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა “არავის მხარეს არ ვარ, იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს, კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობის შეჩერება მინდა”.

ამასთანტრამპმა აღნიშნა, რომ აპირებს დააკვირდეს “რა მოხდება პუტინთან”, მას შემდეგ რაც მოსკოვს წარუდგინა 50-დღიანი ულტიმატუმი — ან სამშვიდობო შეთანხმება, ან “მკაცრი” ტარიფები.

50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები… არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა” , - განაცხადა ტრამპმა.

 

 

მსგავსი სიახლეები