ტრამპი: უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გაგზავნილია უკრაინაში. მისი თქმით, ეს ხდება ახალი მიწოდების მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც გერმანია და ევროპული პარტნიორები აქტიურად მონაწილეობენ.
„ისინი უკვე გაგზავნილია“, — აღნიშნა ტრამპმა Reuters-თან საუბარში.
პრეზიდენტის განმარტებით, რაკეტები გერმანიიდან მიეწოდება უკრაინას, ხოლო გერმანია მოგვიანებით შეავსებს საკუთარ მარაგს. დაფინანსება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, თუმცა პროცესი ფორმალურად ნატოს სახელით ხორციელდება.
„ნატო ყველაფერს გადაგვიხდის, ზოგ შემთხვევაში კი - უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, — განაცხადა ტრამპმა.