უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო იქნება

17.07.25 10:38
უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო იქნება

უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო იქნება. დენის შმიგალის ადგილმონაცვლე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველი პარტიის სხდომაზე წარადგინა.

არსებული ინფორმაციით, შმიგალი, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. იცვლებიან ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, კულტურის და ენერგეტიკის მინისტრებიც.

უკრაინის ახალ მთავრობას კიევში, სავარაუდოდ, 17 ივლისის პარლამენტის სხდომაზე დაამტკიცებენ. 

მსგავსი სიახლეები