ერაყში, მრავალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს, დაახლოებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა

17.07.25 12:34
ერაყში, მრავალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს, დაახლოებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუტში კომერციულ შენობაში ცეცხლი გაჩნდა, შედეგად დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი კუტის ჰიპერმარკეტის სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. 

რეგიონის გუბერნატორმა, ალ-მაიაჰიმ, ხანძრის მსხვერპლთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ამ დროისთვის, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ალ-მაიაჰიმის განცხადებით, გამოძიების პირველადი შედეგები 48 საათში გამოქვეყნდება. მანვე აღნიშნა, რომ შენობის მფლობელის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე აღიძრა.
 

მსგავსი სიახლეები