სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ უკრაინის ახალ პრემიერმინისტრს იულია სვირიდენკოს თანამდებობაზე დანიშვნას

17.07.25 15:15
სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ უკრაინის ახალ პრემიერმინისტრს იულია სვირიდენკოს თანამდებობაზე დანიშვნას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და წერს, რომ მისი ლიდერობა ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს ემთხვევა.

ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას - საერთო ევროპული მომავლისთვის.

ვულოცავ უკრაინის ახალ პრემიერმინისტრს იულია სვირიდენკოს თანამდებობაზე დანიშვნას. თქვენი ლიდერობა უკრაინისთვის გადამწყვეტ დროს ემთხვევა. საქართველო უკრაინის გვერდით დგას - თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის," - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, იულია სვირიდენკო უკრაინის პრემიერმინისტრი, დღეს, გახდა. მან დენის შმიგალი ჩაანაცვლა. 

მსგავსი სიახლეები