ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ - თურქეთში აშშ-ის ელჩი

19.07.25 10:46
ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ - თურქეთში აშშ-ის ელჩი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ - სმის შესახებ ინფორმაციას თურქეთში აშშ-ის ელჩი, ტომ ბარაკი ავრცელებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად მეზობლებთან მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებშიახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან“, - აცხადებს თურქეთში აშშ-ის ელჩი.

შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. 

სირიის ომის მონიტორის ცნობით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები