ვიეტნამში ტურისტული კატერი გადაბრუნდა - დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი
ვიეტნამში ტურისტული კატერი გადაბრუნდა. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ბორტზე იმყოფებოდა 53 ადამიანი. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, წერს VnExpress.
აღინიშნება, რომ კატერი ტურისტულ ტურზე გავიდა ქუანგნინის პროვინციიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:55 საათზე. 13:30 საათისთვის ხომალდი მოულოდნელად ქარიშხალში მოყვა და გადაბრუნდა, რის შემდეგაც GPS-სიგნალი გაქრა.
გამოცემის ინფორმაციით, 11 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ინციდენტის ადგილას მყისიერად გამოცხადდნენ სასაზღვრო სამსახური, სამხედრო-საზღვაო ფლოტი, პოლიცია და ათობით გემი. ვიეტნამის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ადგილზე გაგზავნეს სამი ხომალდი, ორი კატერი და 30 სამხედრო პირი. გადარჩენილებს შორის არიან 10 წლის ბიჭი, რომელიც იყო გონზე, თუმცა ჰქონდა მიღებული დაზიანებები, და ასევე 14 წლის მოზარდი.
ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ჩან ჰონგ ჰა საღამოს ინციდენტის ადგილს ეწვია და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. მან დაავალა ყველა რესურსის მობილიზება სამაშველო ოპერაციის განსახორციელებლად.