მოსკოვსა და მის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - გაჩნდა ხანძრები, დაიხურა აეროპორტები

20.07.25 10:02
მოსკოვსა და მის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - გაჩნდა ხანძრები, დაიხურა აეროპორტები

20 ივლისის ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია 16 უპილოტო საფრენი აპარატი. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა Telegram-არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონების ნამსხვრევების დაცემის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს და დაზიანდა საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი.

დრონების თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა თვითმფრინავების მიღება და გაგზავნა მოსკოვის ყველა აეროპორტში - შერემეტიევოში, დომოდედოვოში, ვნუკოვოში და ჟუკოვსკიში.

ამავე ღამით აფეთქებების ხმა დაფიქსირდა ტულაშიც.

მსგავსი სიახლეები