მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო

21.07.25 09:55
მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო - 21 ივლისს შუაღამის შემდეგ, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხით პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები დრონების „ჩამოგდების“ და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე სპეციალისტების მუშაობის“ შესახებ.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ერთ-ერთ სახლში ხანძარი გამოიწვია.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.