მოსკოვში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობდა

21.07.25 10:42
მოსკოვში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობდა

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 დივიზიის ყოფილი მეთაური, გენერალი ალექსანდრ კორნევი, მოსკოვში, საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო იუწყება, რომ ის შესაძლოა, უკრაინელთა ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

მედიის ცნობით, კორნევი აქტიურად მონაწილეობდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებში, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.

კორნევის დაღუპვის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა. შემთხვევა აჩენს ვარაუდებს, რომ უკრაინის ძალებმა შესაძლოა ომის დამნაშავეების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციები გააგრძელეს.

მსგავსი სიახლეები