ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - დაიღუპა 19, დაშავდა 100-ზე მეტი

21.07.25 17:51
ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - დაიღუპა 19, დაშავდა 100-ზე მეტი

ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავი დედაქალაქ დაკაში კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ. 

ქვეყნის დროებითი ლიდერის, მუჰამედ იუნუსის წარმომადგენლის განცხადებით, დაკას ჩრდილოეთით, დიაბარის უბანში, მაილსტოუნის სკოლისა და კოლეჯის კამპუსში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, სულ მცირე 83 - ძირითადად სტუდენტები - დედაქალაქის საავადმყოფოებში მკურნალობენ, ზოგიერთი მათგანი "კრიტიკულ მდგომარეობაშია".

Associated Press-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის თვითმფრინავის პილოტიც იყო.

მსგავსი სიახლეები