ზელენსკი: რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა

21.07.25 19:08
ზელენსკი: რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა. ამის შესახებ პრეზიდენტმა უკრაინელი დიპლომატებისადმი მიმართვაში განაცხადა. 

ზელენსკიმ მიმართვაში კიევისთვის სამი პრიორიტეტული საკითხი დაასახელა, რომელთა განხილვაც მათ სტამბოლში რუსეთის წარმომადგენლებთან მესამე მოლაპარაკებების დროს სურთ.

რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა. ჩვენი მხრიდან დღის წესრიგი ნათელია: სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებები მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება იყოს ნამდვილად ეფექტური.

მოგიწოდებთ, აცნობოთ თქვენს ქვეყნებს ამ მოლაპარაკებების ჩარჩოს მნიშვნელობა და უზრუნველყოთ უკრაინისთვის საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერა," - განაცხადა მან ელჩებისადმი მიმართვისას.

ცნობისთვის, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2 ივნისს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები