ღაზის სექტორის ჯანდაცვა: ბოლო 48 საათის განმავლობაში, არასრულფასოვანი კვების გამო, 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი გარდაიცვალა
ღაზის სექტორში ბოლო 48 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების შედეგად 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
შიფას საავადმყოფოს დირექტორის თქმით კი, ბოლო 72 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვებისა და შიმშილის გამო 21 ბავშვი დაიღუპა.
ღაზაში დაახლოებით 900 000 ბავშვი შიმშილობს, მათგან 70 000 კი არასრულფასოვნად იკვებება. მათ სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი ემუქრებათ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დიაბეტით დაავადებულები და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები,-ამბობს ექიმი.