უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეთა გაცვლის მეცხრე ეტაპი შედგა

24.07.25 10:07
უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეთა გაცვლის მეცხრე ეტაპი შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის მეცხრე ეტაპი შედგა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  აცხადებს.

ზელენსკის ინფორმაციით, სამშობლოში კიდევ 1000-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვე დაბრუნდა.

"დღეს, სტამბოლში შეთანხმებული ტყვეთა გაცვლის მე-9 ეტაპი უკვე გაიმართა. მძიმედ დაავადებული და დაჭრილი მცველები სახლში ბრუნდებიან. ახლა შეგვიძლია დეტალების გაზიარება - სტამბოლის ბოლო შეთანხმებების ყველა ეტაპის შედეგად, ჩვენ შევძელით 1000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება. ათასი ოჯახისთვის ეს ნიშნავს სიხარულს, რომ კვლავ იხილავენ საყვარელ ადამიანებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი. 

უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სტამბულში დღეს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები