რუსეთის ამურის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა

24.07.25 10:12
 რუსეთის ამურის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ამურის ოლქში „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა.

ამურის ოლქის გუბერნატორის, ვასილი ორლოვის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ამბობენ, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავს უკვე ეძებენ. მათი თქმით, თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ ხერხდება.