მოლაპარაკებების დროს, უკრაინამ რუსეთს, აგვისტოში, ლიდერების შეხვედრის მოწვევა შესთავაზა

24.07.25 10:42
მოლაპარაკებების დროს, უკრაინამ რუსეთს, აგვისტოში, ლიდერების შეხვედრის მოწვევა შესთავაზა

სტამბოლში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე, უკრაინამ რუსეთს, აგვისტოს ბოლომდე, ლიდერების შეხვედრის მოწვევა შესთავაზა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს, მხარეები 1 200-ზე ადამიანის გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, უკრაინა კვლავ ითხოვს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ხოლო რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრა აგვისტოს ბოლომდე უნდა შედგეს. 

პირველ რიგში, ჩვენი შეთანხმება და ამ ჰუმანიტარული ნაწილის შედეგი 1200-ზე მეტი ადამიანის გაცვლაა. ეს იქნება გაცვლა, რომელსაც ჩვენი კოლეგები განახორციელებენ. და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს შემდგომ პროცესებს. უკრაინა კვლავ მოითხოვს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ეფექტური დიპლომატიის აუცილებელ საფუძველს. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.  ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოიცავდეს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სრულ შეწყვეტას.  რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრა კი აგვისტოს ბოლომდე უნდა შედგეს," - განაცხადა უმეროვმა. 

ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, პუტინისა და ზელენსკის მსგავს ფორმატში შეხვედრისთვის აუცილებელია შეთანხმების პირობების წინასწარ შემუშავება. მისი თქმით, "ამ შეხვედრაზე შეთანხმებაზე საუბარი არ უნდა იყოს, არამედ მისი დასრულება და ხელმოწერა უნდა მოხდეს". 

მედინსკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ უკრაინას კიდევ ერთხელ შესთავაზა მოკლევადიანი, 24-48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა.

უკრაინისა და რუსეთის მემორანდუმებში პოზიციები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია, თუმცა შევთანხმდით, რომ კონტაქტები გავაგრძელოთ როგორც დელეგაციის, ასევე, ვიმედოვნებთ, სამუშაო ჯგუფების დონეზეც პუტინისა და ზელენსკის ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად აუცილებელია შეთანხმების პირობების წინასწარ შემუშავება და იმის გაგება, თუ რა იქნება განხილული ამ შეხვედრაზე.  სინამდვილეში, ამ შეხვედრაზე შეთანხმებაზე საუბარი არ უნდა იყოს, არამედ მისი დასრულება და ხელმოწერა უნდა მოხდეს. ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე,  ყველაფრის თავიდან განსახილველად შეხვედრას აზრი არ აქვს

ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში თითოეული მხრიდან, სულ მცირე, 1 200 სამხედრო ტყვე გაიცვლება.  ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ უკრაინას, განიხილოს ის, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია: მოკლევადიანი, 24-48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება კონტაქტის ხაზზე, ფრონტის ხაზზე, რათა სამედიცინო ჯგუფებმა შეძლონ დაჭრილების გაყვანა, მეთაურებმა შეძლონ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრების ამოცნობა," - განაცხადა მედინსკიმ. 

უკრაინასა და რუსეთს შორის, თურქეთში, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები