სად არიან გადაყვანილები თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები?

25.07.25 10:20
სად არიან გადაყვანილები თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები?

გუშინ ღამით თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები თბილისის, მცხეთის და საგარეჯოს იზოლატორებში არიან გადაყვანილები - ამის შესახებ იფორმაციას "პირველებს" დაკავებულების ახლობლები და ადვოკატები აწვდიან.

დაკავებულებს შორის არიან ნიკოლას ტყემალაძე, გიორგი დანელია, ვასო ბერიძე, დათა ქაშიაშვილი, ნენე გაბლაია და მარიამ მეყანწიშვილი. 

მათ მოსანახულებლად ადვოკატები იზოლატორებში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესში პოლიციამ 17 პირი დააკავა. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივი გამოსახლებულები, ისე სამოქლაქო აქტივისტები. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 

 

მსგავსი სიახლეები