აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

25.07.25 12:05
აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების მიყიდვას. პაკეტის ღირებულება 180 მილიონი დოლარია.

ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 180-მილიონიანი პაკეტი მოიცავს მოდიფიკაციას და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებს და რემონტის მხარდაჭერას.

ამასთან, დამტკიცებულია 150 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტიც, რომელიც მოიცავს თვითმავალი ჰაუბიცების М109 ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დანადგარებს და რემონტს.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 322 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიყიდვასაც.

მსგავსი სიახლეები