ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია - ზელენსკი უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმაზე

26.07.25 12:17
ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია - ზელენსკი უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმაზე

რუსულმა ძალებმა უკრაინას, 26 ივლისის ღამეს, 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს - ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ "ასეთ დარტყმებზე დუმილი აბსოლუტურად შეუძლებელია".

მისი თქმით, რუსებმა კომბინირებული დარტყმა განახორციელეს და უკრაინას დრონებით და რაკეტებით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, შეუტიეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსულმა ლოჯისტიკამ, რუსულმა აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება. ჩვენი დრონების სიზუსტე, უკრაინის ყოველდღიური რეაგირება - ეს ერთ-ერთი იმ არგუმენტია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მშვიდობასთან“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.