რუსეთმა და უკრაინამ თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვაზე შეთანხმებას მიაღწიეს - ფიდანი

26.07.25 12:36
რუსეთმა და უკრაინამ თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვაზე შეთანხმებას მიაღწიეს - ფიდანი

"რუსეთმა და უკრაინამ თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს" - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანმა აღნიშნა, რომ სტამბოლში გამართული მესამე რაუნდის მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს, თუ რა პირობებში შეიძლება ქვეყნების ლიდერების შეხვედრის გამართვა.

"ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების დელეგაციებს ეკისრებათ" - თქვა ფიდანმა.

"მე ვფიქრობ, რომ დროებით გადაწყვეტილებას მიაღწევენ. ყველას აქვს საკუთარი კოზირი, რომელსაც ჯერ არ ამჟღავნებენ. ჩვენ ხელსაყრელი პირობების შექმნას ვცდილობთ" - განაცხადა ფიდანმა

მსგავსი სიახლეები