გერმანიაში მგზავრებით სავსე მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა - არის მსხვერპლი
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ რიდლინგენის სიახლოვეს, 27 ივლისის საღამოს მგზავრებით სავსე მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე 3 ადამიანი, ხოლო ათობით მგზავრი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე მძიმედ. მატარებელში იმ დროს დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა.
სამაშველო და სამედიცინო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. Deutsche Bahn-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გამოქვეყნა განცხადება:
ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და თანაგრძნობას ვუცხადებ მათ ოჯახებს. მუდმივ კონტაქტზე ვარ შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრებთან, რათა ყველა საჭირო რესურსი სამაშველო სამსახურს დავახმაროთ.
კატასტროფის მიზეზი ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა შეიძლება ლიანდაგზე პრობლემები შექმნა.