შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, აშშ-ისგან 700 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგია შეიძინოს, ხოლო შტატებში ინვესტიციები 600 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
ტრამპის თქმით, შეთანხმების შედეგად ყველა ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, ამერიკასთან 0%-იანი ტარიფით ივაჭროს და დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა შეიძინოს.
ეს ყველაზე დიდი და საუკეთესო შეთანხმებაა, რომელიც ოდესმე გაფორმებულა, - განაცხადა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.