დონალდ ტრამპი დღეს შოტლანდიაში კირ სტარმერს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს შოტლანდიაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.
როგორც მედია წერს, მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმება იქნება.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ აღნიშნა, რომ ამით კირ სტარმერიც კმაყოფილი იქნება.
ამასთან, ლიდერები განიხილავენ ისრაელ-ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმებს და ღაზაში არსებულ ჰუმანიტარული კრიზისს.
დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება.