ძლიერი წვიმა პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში-არის მსხვერპლი

28.07.25 10:53
ძლიერი წვიმა პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში-არის მსხვერპლი

პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში ძლიერ წვიმას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters -ის ინფორმაციით, ამ დროისთვის კიდევ რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება და კატასტროფების რისკი გაიზრდება.

სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ხელისუფლებამ 4400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისათვის ელექტროენერგია 10 000-ზე მეტ ადამიანს არ მიწოდება.