ტრამპი პუტინისთვის მიცემულ 50-დღიანი ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10 ან 12 დღემდე მცირდება. ამის შესახებ ტრამპმა, შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ოფიციალურ განცხადებას დღეს საღამოს ან ხვალ გააკეთებს.
არ არსებობს ლოდინის მიზეზი, თუ იცით, რა იქნება პასუხი," - განაცხადა ტრამპმა.
მისი განცხადებით, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შესაძლოა რუსეთს სანქციები ან მეორადი ტარიფები დაუწესოს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება.