რუსეთის როსტოვის ოლქის რამდენიმე რაიონში აფეთქებები იყო
გასულ ღამეს რუსეთის როსტოვის ოლქის რამდენიმე რაიონში აფეთქებები იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებს სალსკის, კამენსკ-შახტინსკის, ვოლგოდონსკის და სხვა რაიონებში.
რუსეთის რკინიგზამ დაადასტურა, რომ დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ სალსკის რკინიგზის სადგური, სადაც დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა და მატარებლების მიმოსვლა შეჩერებული იყო.
რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით, რუსეთის ტერიტორიაზე 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, 43 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 22 - როსტოვში, 6 - კალუგის თავზე, 2 - სმოლენსკში, 1 დრონი კი ლენინგრადის ოლქის თავზე.