16 დაღუპული და 35 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყეს

29.07.25 09:51
16 დაღუპული და 35 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყეს

16 დაღუპული და 35 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედოროვის ცნობით, ექიმები დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

მისივე განცხადებით, ღამით ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა.

რუსების დარტყმის შედეგად პენიტენციური დაწესებულების შენობა დაინგრა, ხოლო ახლომდებარე სახლები დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები