სროლა მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენზე - შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
ნიუ-იორკში პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - შეირაღებული თავდასხმა მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენზე მოხდა. მომხდარის შედეგად მოკლულია ნიუ იორკის პოლიციის ერთი თანამშრომელიც.
ასევე დაშავებულია ხუთი ადამიანი.
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ის 27 წლის შეინ ტამურაა ნევადიდან. თავდამსხმის შემდეგ შეინ ტამურამ თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღიდან გულის არეში სროლის შედეგად.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. თავდასხმის მოტივი უცნობია.