სტიქია პეკინში - ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა
სტიქია პეკინში - ბოლო მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი.
როგორც Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პეკინიდან 80 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ძლიერი წვიმების შედეგად 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებული გზები და ინფრასტრუქტურა.
სტიქიის ზონაშ მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.